ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 3 წლის ბავშვი დაშავდა - მას მრავლობითი მოტეხილობები მიიღო.
ოჯახის წევრების თქმით, ბათუმიდან თბილისში მისი გადმოყვანა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. როგორც ისინი ამბობენ, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ტრანსპორტირებაზე უარს სხვადასხვა მიზეზით ეუბნებოდნენ, მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალი რეანომობილის არ არსებობა იყო.
მცირეწლოვნის თბილისში გადმოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მომხდარი გახმაურდა.
"შემთხვევა მოხდა ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში. ბავშვს მოტეხილი აქვს კიდურები, ლავიწის ძვალი. გადაყვანას ვითხოვთ თბილისში. ველოდებოდით რეანომობილს დიდი ხანი, ახლა მოვიდა და ექიმი არ ჰყავთ, რომელიც თბილისში გაგვყვება", - აცხადებდა დაშავებული ბაშვის ნათესავი, სანამ მცირეწლოვანს თბილისში გადმოიყვანდნენ.