logo
ENG



მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს

16 სექ 202014:46
3 წუთის საკითხავი
clock 11192
მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან ცოლს შეაგინა,  ფიზიკური შეურაცხყოფა კი არ მიუყენებია.

"ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი და მაგაზე მიჩივლა [...]

ფეისბუქზე რაღაც სისულელე დაწერა, რასაც ახლა ნანობს. ჩემი დაჭერა არ უნდოდა, უნდოდა გავემწარებინე. ამათაც [სასამართლოს] ეხვეწება, არ მინდოდა, ჩემი ქმარი დაეჭირათ, მინდოდა, გამემწარებინაო", - თქვა მან.

ადვოკატ გიორგი ბეგიაშვილის თქმით, გურგულიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

საქმის წინასასამართლო განხილვა დღეს, 16 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 30 სექტემბრამდე გადაიდო.


close დახურვა