logo
ENG



მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 188 000 აჭარბებს

23 ივნ 202009:57
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 474 339-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 9 188 000 აჭარბებს.  კოვიდ 19-გან თითქმის 5 მილიონი  ადამიანი განიკურნა .

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია.  ბოლო რამდნიმე დღის განმავლობაში ინფიცირებულთა  განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მექსიკაში გამოვლინდა. ქვეყანამ  დღის განმავლობაში დაღუპულების მაჩვენებლით  ბრაზილიას  გაუსწრო.  ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ს მექსიკაში ათასზე მეტი ადმიანი  ემსხვერპლა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი თითქმის 22 ათასია.  

ინფიცირების ახალი კერები გამოვლინდა ბრაზილიაში. დღის განმავლობაში  კოვიდ -19 აქ  24 000-ზე მეტ ადამიანის დაუდასტურდა. კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ჩილეშიც. 


close დახურვა