logo
ENG



მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა

04 მაი 202009:35
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა. პანდემიით გადრდაცვლილთა რიცხვი 250 000, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 154 000 აჭარბებს.

ინფიცირებულთა, გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილს კვლავ შეერთებული შტატები იკავებს. ქვეყანაში კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 68 000 აჭარბებს.

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის მიუხედავად, გასული დღე-ღამის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 315, იტალიაში, 174, ესპანეთში 164, საფრანგეთში კი ახალი კორონავირუსით 135 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა ახალ ზელანდიაში. ჩინეთში კი მხოლოდ სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულებისას აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით თურქეთში 61 ადამიანი გარდაიცვალა.

ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება რუსეთში, სადაც დროის ამავე მონაკვეთში 58 ადამიანი დაიღუპა და კოვიდ ინფექციით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 1,280 შეადგინა. 


close დახურვა