logo
ENG



მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადი გინესის წიგნში შევიდა

23 ოქტ 201913:19
3 წუთის საკითხავი
 

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის გაყიდვა დაიწყეს. შოკოლადი სამნაირი ტრუფელისგან შედგება და ერთი კილოგრამის ღირებულება დაახლოვებით 6 200 დოლარია.

ფასის გამო შოკოლადი უკვე შევიდა გინესის წიგნშიც.  ტკბილეული მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფის დამზადებულია.

მისი თქმით, სამნაირი ტრუფელი ცხოვრების სამ ეტაპს - დაბადებას, ზრდასა და სიკვდილს განასახიერებს. საგანგებოდ მის დასამზადებად იამაიკური ყავის მარცვალი, ტაიტიდან ჩამოტანილი ვანილი, ბელგიური თეთრი შოკოლადი და პიდმონტის თხილი გამოიყენეს. 


close დახურვა