logo
ENG



მსოფლიო ბანკი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიო შიმშილის კატასტროფის წინაშეა

21 აპრ 202210:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/5imu3nb9pvv50a8.jpg
Getty Images

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დევიდ მალპასი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო სამყარო საკვების კრიზისის გამო ადამიანური კატასტროფის წინაშე დგას.

მალპასის თქმით, საკვების ფასების რეკორდული მატება ასობით მილიონ ადამიანს სიღარიბეს გამოიწვევს.

„ეს არის ადამიანური კატასტროფა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვები შემცირდება. მაგრამ შემდეგ ეს იქცევა პოლიტიკურ გამოწვევად იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ - მათ არ გამოუწვევიათ ეს და უყურებენ როგორ იზრდება ფასები", - აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი.

მსოფლიო ბანკის გამოთვლით, საკვების ფასების 37%-ით შეიძლება გაიზარდოს, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობაზე აისახება.

„ეს ყველანაირი ტიპის საკვებზე ახდენს გავლენას - ზეთზე, მარცვლეულზე -  შემდეგ ეს შეეხება სხვა მარცვლეულსაც, სიმინდს, რადგან მისი ფასი იზრდება, როცა ხორბლის ფასი იზრდება“, - განაცხადა მალპასმა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა საჭიროა მსოფლიოს გარშემო მიწის გამანაყოფიერებლების და ყველაზე ღარიბი ფენისთვის კი საკვების მიწოდებაა.

 

close დახურვა