logo
ENG



მსოფლიო ბანკი: უკრაინის ინფრასტრუქტურული ზარალი, ამ დროისთვის, 60 მილიარდ დოლარს შეადგენს

22 აპრ 202211:36
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, უკრაინის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ზარალმა 60 მილიარდ დოლარს მიაღწია და ომის გაგრძელების შემთხვევაში, ის კიდევ გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ ეს ხარჯებიც გაიზრდება“, - აღნიშნა მალპასმა.

მსოფლიო ბანკის დირექტორმა კონფერენციაზე უკრაინის ფინანსური დახმარების საჭიროებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ვიწრო“ ზიანის ხარჯების ადრეული შეფასება, არ მოიცავს უკრაინის ომის მზარდ ეკონომიკურ ხარჯებს.

ამავე კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვით ჩაერთო და გაცილებით დიდი ხარჯებისა და დაფინანსების საჭიროებები წარმოადგინა. მან კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ უკრაინას, თვეში 7 მილიარდი დოლარი ესაჭიროება, რათა ანაზღაურდეს ქვეყანაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი.

„მოგვიანებით, ყველაფრის აღსადგენად ასობით მილიარდი დოლარი დაგვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 


close დახურვა