logo
ENG



მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

15 მაი 202009:48
3 წუთის საკითხავი
 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. რობერტო აზევედო აცხადებს, რომმ გადაწყვეტილება პერსონალურად, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.  

მსოფლიო მედია წერს, რომ აზევედოს გადადგომა იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც, მსოფლიო ეკონომიკას რთული გამოწვევების შემდეგ კრიზისი ემუქრება. რობერტო აზევედო კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

დონალდ ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას არაერთხელ აკრიტიკებდა. რობერტო აზევედო ორგანიზაციას 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. ის თანამდებობას აგვისტოში დატოვებს. 


close დახურვა