როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები - ამის მიღწევის გზებსა და მექანიზმებზე იმსჯელეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სალომე ზურაბიშვილის მიწვევით, შეხვედრა 4 ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განხილვის საგანი იყო საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი არჩევნების მომზადება, ასევე დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იქნება დოკუმენტში გაწერილი ყველა პირობა.
მსჯელობა ახალ არჩევნებზე - კონსულტაციები პრეზიდენტთან
24 დეკ 202420:49
3 წუთის საკითხავი