logo
ENG



მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის თქმით, წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

08 ნოე 202223:17
3 წუთის საკითხავი
 
მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლის თქმით, წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა ირმა მანაგაძემ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო.

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

"მეგობრებო, კოლეგებო, გულშემატკივრებო! სასამართლომ გამოიტანა განაჩენი მუზეუმიდან ჩემი უსამართლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით. (დოკუმენტი ჯერ ხელზე არ გადმომცემია, ამიტომ პოსტს ვერ დავურთავ). აღიარა რა ჩემი უკანონო გათავისუფლება, სასამართლომ კულტურის სამინისტროს დააკისრა კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება!! სამწუხაროდ სამსახურში აღდგენა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არაუშავს, დრონი მეფობენ და არა მეფენი.

ადრე თუ გვიან მე აუცილებლად დავბრუნდები მუზეუმში დიდი მადლობა იურიდიულ კომპანია Jastice League -ს იურისტებს Dito Khvichia და Mariam Geguchdze-ს პროფესიონალურად შესრულებული საქმისა და ადამიანური თანადგომისათვის რაც შეეხება ეროვნული მუზეუმის და კულტურის სამინისტროს გვერდებზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას თითქოს ჩემი სარჩელი არ დაკმაყოფილდა…ამაზე საჯარო პოსტით დიტომ უკვე უპასუხა და თუ დაგვჭირდა კიდევ ბევრჯერ გავცემთ პასუხს", - წერს მანაგაძე.


close დახურვა