ამ დრომდე ეძებენ ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელსაც ბრალად ედება მესაზღვრის განზრახ მკვლელობა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულის მიერ გასროლილი ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა.
მოკლული მესაზღვრის ოჯახის წევრები დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ძალოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გახშირებას დაუსჯელობის სინდრომით ხსნიან ხელისუფლების ოპონენტები.
შეგახსენებთ, რომ მესტიის რაიონის სოფელ მულახში მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.