მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება ფოთშიც აღდგა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, ერთი დღით ადრე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.
ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას თქმით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა დადგენილი წესებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდება.