logo
ENG



მურათაზ ზოდელავა: ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დაჩაგრულს გაუსწორდე და ბოლომდე გასრისო

11 დეკ 201922:29
3 წუთის საკითხავი
 
dyccjxq5bibcubm.jpg

ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ დაჩაგრულს გაუსწორდე და ბოლომდე გასრისო - ამის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, ეს საქართველოსთვის აბსოლუტურად ახალი რეალობაა, რაც არავის არასოდეს არ გაუკეთებია.

„ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა, ოლიგარქიულ, რუსულ სივრცეში მოსულა ისეთი მოქმედება, როდესაც შენ იმას უფრო მეტად უსწორდები ვინც მანამდე დაჩაგრე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის ის ბოლომდე უნდა გასრისო. ეს საქართველოსთვის აბსოლუტურად ახალი რეალობაა, რაც არავის არასოდეს არ გაუკეთებია. ბევრი რამე ყოფილა ამ ქვეყანაში მაგრამ ის, რომ მიდგე და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები დაიჭირო, ზაზა სარალიძეს ბრალი წაუყენო, მელიას ბრალი წაუყენო „ქართუ ბანკის“ გაკოტრებაზე, ბანკისთვის, რომელიც 30-ჯერ გაიზარდა მოცულობით ასეთი რამე არ მომხდარა. რას ეყრდნობა მათი ქმედება არ ვიცი. შეიძლება ის შიშისგან გამომდინარე აკეთებს ამას“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავას ცოტა ხნის წინ ბრალი წარუდგინეს. ​ეს იმ ინცინდენტის და თავდასხმის გამო ხდება, რომელიც დღეს აეროპორტში მოხდა. 



close დახურვა