logo
ENG



მურიკელას ცუგა, ცუგა უძახეს და მგელს დააგლეჯინესო - მღვდლები მამა პეტრეზე

01 ნოე 201915:37
3 წუთის საკითხავი
 
jq25c4tomk2ys03.png

დეკანოზი დავით ქვლივიძე და მამა ვახტანგ დავითაშვილი პეტრე ცაავას სინოდის გადაწყვეტილების დამორჩილებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიქმნება პრობლემური სიტუაცია, რაც ეკლესიაში განხეთქილებას გამოიწვევს. სასულიერო პირების შეფასებით, ყოფილი მიტროპოლიტის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებების ფორმა მიუღებელია, რადგან არსებობს საპატრიარქოს ზნეობრივი კომისია, რომლის მოვალეობაც სწორედ  ასეთ თემებზე მსჯელობაა

"ხალხს მინდა მივმართო, ვისაც მეუფე პეტრე უყვარს, რადგან მათი მეუფეა. მათ უნდა უთხრან მეუფეს, რომ შეეშალა და დაემორჩილოს სინოდს. რასაც სინოდი ეტყვის, ის გააკეთოს. თუ არ უყვართ მეუფე, მაშინ მურიკელას ცუგა, ცუგა უძახეს და მგელს დააგლეჯინესო, ძველი ქართული ანდაზაა,"- აცხადებს მამა დავითი ქვლივიძე. 

მამა ვახტანგის თქმით, მეუფე ვალდებულია თავისი ბრალდებები შესაბამისი მოწმეების სახით დაადასტუროს. 

"არსებობს ზნეობრივი კომისია, სადაც ადამიანი მიდის, აყენებს ბრალდებას. ამას ადასტურებს, როგორც საეკლესიო წესი განაჩინებს, ორი ან მეტი მოწმის სახით და ამას ეძლევა მსვლელობა. მეუფე პეტრემ უნდა თქვას, რატომა არ მიმართა ან ეს ფორმა რატომ აირჩია,"- განამარტავს მამა ვახტანგ დავითაშვილი. 

შეგახსნებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დღეს, 1 ნოემბერს, ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით მეუფე პეტრე გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან. ასევე წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში, მონასტრის ადგილად კი შიომღვიმე განისაზღვრა.


close დახურვა