logo
ENG



მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო პირები სუს-ში დაიბარეს

17 აპრ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 

შეიხი მირტაგი ასადოვი და მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს დამფუძნებლები დღეს სუს-ში არიან დაბარებულები.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურ პროტესტზე პასუხის ეს ფორმა პრობლემურია. EMC- იში განმარტავენ, რომ ბოლნისსა და მარნეულში მოსახლეობას საბაზისო რესურსებზე წვდომა არ აქვთ და სახელმწიფოს საგანგებო რესურსი, საკარანტინო სივრცეებში მცხოვრები მოსახლეობისთვის არ დაუხარჯავს.

მარნეულში ბოლო რამდნიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გამოუსვლელად, მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს აპროტესტებს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარებას და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელ ზრდას  უკავშირდება.

"გამოკითხულების განამრტებით, რომლებიც გამოიკითხნენ პროტეტსთან დაკავშირებიით. ადგილობრივები აპროტესტებენ ჰუმანიტარულ კრიზისს. რელიგიური ლიდერების დაკავებას რაც შეეხება, მათ შორის ასადოვმა კრიტიკული განცხადება გააკეთა ხელისუფლების რელიგიურ პოლიტიკასთან დაკავშრიებით, პრობლემურია და სახელმწიფომ უნდა გაიზაროს ამ გარე ნაბიჯების ეფექტები",-აცხადეს თამთა მიქელძე. 

 


close დახურვა