![ryrxb3zoety9poa.png](/uploads_script3/news/ryrxb3zoety9poa.png)
მუხიანში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას მათგან მხოლოდ ერთი განაგრძობს. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე ხანში შესული ქალი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად 7 ავტომობილი დაზიანდა, მათგან ერთ-ერთი ყვითელი სამარშრუტო ტაქსი იყო.