logo
ENG



მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ვერ გახდებით - ქანთარია ბოკერიას

15 ოქტ 201914:59
3 წუთის საკითხავი
 
tz9x07h6xllsb9o.jpg

 

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელიც დეპუტატების განცხადებებით გაიხსნა. კანონმდებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ. ეკონომიკური მდგომარეობა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი - ესაა თემები, რომლებზეც პარლამენტარებმა გაამახვილეს ყურადღება.

სხდომის დროს ალექსანდრე ქანთარიამ ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიას მიმართა, მისი თქმით მოსახლეობისთვის ის ვერ გახდება მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი.

„გარანტი მშვიდობისა და სტაბილურობის ვერ გახდებით და ვერც მოსახლეობას დააჯერებთ ამას, ერთის მხრივ მოსახლეობა ამას არც დაიჯერებს, მეორეს მხრივ კი ამ ვითომ მიმტევებლური დამოკიდებულებით ეშმაკთანაც იფუჭებთ საქმეს“ - განაცხადა ქანთარიამ პლენალურ სხდომაზე.

ბოკერიამ ქანთარიას მოუწოდა ოპოზიციის კუთხით შეეხედა მოსამართლეობის კანდიდატებისთვის, რადგან მისი თქმით მათ ოპოზიციაში ყოფნა მალე მოუწევთ.

 


close დახურვა