მცხეთაში, ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ძელს შეეჯახა. ამის შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ის დაიწვა. მანქანაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - 3 მათგანი მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, 1 მცხეთის ნიუს ჰოსპიტალში, 1 კი თბილისის ვივამედში.
ვივამედის დირექტორის განცხადებით, მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.