logo
ENG



მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი მოხუცი - კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

19 მარ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსმა საქართველოს ერთი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტალიაში მცხოვრებ 74 წლის ქალს სამშობლოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითების შესაბამისად გადმოასვენებენ.

დღეს ქვეყანაში დაინფიცირებულებს ორი ხანდაზმული პაციენტი დაემატა. ჯამში, კოვიდ-19 ით დაავადებულთა რიცხვი დღეს 40 მდე გაიზარდა. 12 პაციენტს პნევმონია აქვს, მძიმეა 80 წლის ქალის მდგომარეობა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს. ის ბოლოს ხალხმრავალ შეკრებაზე იყო, რომლის ყველა მონაწილე ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. 

მძიმე 86 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია წევს. მას ვირუსი მისი შვილისგან გადაედო, რომელსაც კოვიდ-19 დაუდგინდა.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდაა მოსალოდნელი. დღეს ცნობილი გახდა ახალი კლასტერის შესახებაც, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში ინფექციის გავრცელებას უკავშირდება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ.

გაზრდილია კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობა. რომელმაც თითქმის 1 600 მიაღწია. ინტენსიური დაკვირვების ქვეშ კი 262 პაციენტი რჩება.

დაინფიცირებულთა რიცხვის  ზრდის მიუხედავად, თვითიზოლაციის წესების დამრღვევების რიცხვი მაინც მატულობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს 28 პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანა, დამრღვევთა  საერთო რაოდენობა 127 - ია.


close დახურვა