აქცია პარლამენტთან დასრულდა. მანამდე კი დილიდან ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. მათ შენობის ყველა შესასვლელთან სირცხვილის კორიდორები მოაწყვეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი შესასვლელის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს, რასაც სეალაპარაკება და სიტყვიერი დაპირისპრიება მოჰყვა. აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს, სადაც ბანერები გააკრეს.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, შენობის წინ დამონტაჟებული მწვანე ღობეც კი მიუთითებს ხელისუფლების პოლიტიკაზე.
"კალაძის გაქანების გათვალისიწნებით, ალბათ მორიგ სიბანძეს იზამს. რაც შეეხება ამ მწვანე ღობეს, ეს არის კლასიკური მაგალითი საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, რადგან აქ გასაკეთებელი არაფერი იყო",-აღნიშნა უგულავამ.
გიორგი ვაშაძის თქმით კი ბრძოლა პროპორციული არჩევნებისთვის გაგრძელდება.
"მიზანია ის, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან. მხოლოდ ბრძოლა და ამ ბრძოლას აქვს დიდი მხარდაჭერა. ჩვენ გვსურს წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრება",-განმარტა ვაშაძემ.
ბანერები, რომელიც დღეს პარლამენტის წინ დამონტაჟებულ მწვანე ღობესთან გააკრეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. გამოფენილია "გავრილოვის ღამის" ამსახველი ფოტომასალა, ასვე კრემლის ფოტო და წარწერა -სირცხვილი.
"დილით გვქონდა სირცხვილის დერეფანი. ახლა ტარდება ბიურო პარლამენტში და რომ გაიგონ ჩვენი ხმაა, ამიტომ ვართ აქ. ეს ბანერების ამ ყველაფრის დადასტურება",-აღნიშნა დეკანოიძემ.