ხელისუფლება ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს. ცესკომ დაადგინა, რომ სულ სამოცი უბანი იქნება 66 ათასი ამომრჩევლისთვის. არადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საკონსულო აღრიცხვაზე 128 ათასი ადამიანი იდგა. სად გაქრა ნახევარზე მეტი? თავად ის რაოდენობაც რომელიც საგარეოს საიტზე იყო, შეკითხვებს აჩენს. ამას ემატება ის ფაქტი, რომ ცესკომ სულ რაღაც 8 უბანი დაამატა. ხელისუფლება არ გახსნის დამატებით უბნებს. საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომაზე დღეს ხმაური იყო.
მხოლოდ 60 უბანი უცხოეთში - ათასობით ემიგრანტი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე
26 სექ 202420:05
3 წუთის საკითხავი