logo
ENG



ნადირაშვილი - ოცნება საჯარო მოხელეების რიცხვს ზრდის, რომ შემდეგ ისინი არჩევნებში გამოიყენოს

28 მაი 202012:57
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველო“ ა(ა)იპებსა და შ.პ.ს- ებში „ქართული ოცნების“  პარტაქტივის დასაქმების მზარდი ტენდენციის შესახებ  საუბრობს. პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო, 2012-2018 წლებში „ოცნების“ აქტივისტებისა და ოჯახის წევრთა დასაქმების ხარჯზე საჯარო მოხელეების რიცხვი თითქმის ორჯერაა გაზრდილი.

„მთლიანად ავიღეთ 20 მუნიციპალიტეტი და დავაჯამეთ. გამოვიდა შემდეგი სურათი, რომ 2012 წელს ა(ა)იპ-ებში და შპს-ებში მუშაობდა 7 047 ადამიანი. ყოველწლიურად უკვე არჩევნების პერიოდში ეს რაოდენობა მატულობს. საბოლოოდ 2018 წელს ამ რიცხვმა მიაღწია 12 454-ს“, - განაცხადა პარტიის წევრმა ბესო დონაძემ.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეთა რიცხვს მიზანმიმართულად ზრდის, რომ არჩევნებზე მათგან ხმები მიიღოს.

„საჯარო მოხელეების რიცხვი იზრდებოდა საარჩევნო წლებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად საარჩევნო წლებში ზრდის მოხელეების რიცხვს და საკუთარი აქტივისტების, ოჯახის წევრების ხარჯზე, იმიტომ რომ შემდეგ ეს ადამიანები გამოიყენოს არჩევნებში, როგორც ერთგული არმია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აძლევს მუდმივად ხმას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.


close დახურვა