logo
ENG



ნადირაძე ხუნწარიაზე: მის პერიოდში რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე დაიდო

19 მაი 202010:41
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის მოადგილის სოფო ხუნწარიას თანამდებობიდან წასვლას ოპოზიცია ფინანსურ დარღვევებს უკავშირებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამტკიცებს, რომ ხუნწარია კავშირშია ტენდერის გარეშე გაფორმებულ მრავალმილიონიან კონტრაქტებთან და თანამდებობიდანაც ამიტომ წავიდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, ხუნწარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთპიროვნული არ არის.

„კახი კალაძის მერობის პერიოდში, სოფიო ხუნწარია გახლდათ კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, შემდეგ მერიის მოადგილე კულტურის მიმართულებით. მის პერიოდში დაიდო რამდენიმე მილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე, ისეთი როგორიც იყო ახალი წლის ღონისძებები, 16 მაისი ღონისძიებები, თბილისობის ღოისძიებები და არ არის გამორიცხული რომ დაიწყო ამ კონტრაქტების შესწავლა და მანამ, სანამ რაიმე სკანდალური ამოვარდება, მანამდე უთხრეს ამ ადამიანს რომ წასულიყო“,-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ თანამდებობა დატოვა. თბილისის მერიის განცხადებით, პოსტი ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

 


close დახურვა