logo
ENG



ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა 4 ათასს გადააჭარბა

31 იან 202119:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/31/k4etfcci5jjhu9a.jpg

რუსეთში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ადამიანი მოსკოვში დააკავეს, სადაც დაკავებულთა რაოდენობამ 1080 მომიტინგე შეადგინა. დაკავებების სტატისტიკით მეორე ადგილზე სანქტ-პეტერბურგია. აქ სამართალდამცველებმა 796 მოქალაქე დააკავეს. 

საპროტესტო აქციები როგორც მოსკოვში, ისე სხვა ქალაქებში იმართება. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს შორის რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლეც არის. სწორედ ნავალნის მხარდასაჭერად უკვე მეორე კვირაა რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება. 

ანალოგიური აქცია ქვეყნის მასშტაბით 23 იანვარსაც გაიმართა. მაშინ მიტინგი ასევე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. ჯამში რუსმა სამართალდამცველებმა 3 ათასზე მეტი მომიტინგე დააკავეს. იულია ნავალნაია მაშინაც დაკავებულებს შორის იყო. 

 
 
 

close დახურვა