logo
ENG



ნათელაშვილი: თუ ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას, მას სანქციები ელოდება

07 ივლ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

„თუ ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას, მას სანქციები ელოდება“, - ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შესაძლო შეჩერებას, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„დღეს შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან. თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია არცერთ მსოფლიოსი ცნობილ, თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს“ - განაცხდა შალვა ნათელაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.


close დახურვა