logo
ENG



ნათელაშვილი: ივანიშვილის 30 მილიონი დოლარიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა

10 აპრ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გადარიცხული 30 მილიონი დოლარი აფიორაა.

ნათელაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას ხალხის დახმარება უნდა, თითოეულ ოჯახს 1000 ლარი დაურიგოს.

„ზარზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მის შემოქმედებაში საუკუნის მეორე აფიორას უფასო ფულთან ერთად. არც ერთი თეთრი ჩვეულებრივ ხალხთან არ მივა. ეს არის მოპარული 20 მილიარდიდან მცირედი ანწილი, რომელიც მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ეს ასე არაა, დაურიგონ თითოეულ ოჯახს 1000-1000 ლარი. რომელი ელმუხი და საჭურისი გინახავთ, რომელიც თავის ბრზანებელს არ ადიდებს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 100 მილიონი ჩარიცხა. 

გადარიცხული თანხა ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა და მთლიანობაში ქვეყანას Covid-19-თან საბრძოლველად ფონდში 124 543 899 ლარი აქვს.


close დახურვა