logo
ENG



ნათელაშვილი: მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი

26 სექ 202015:17
3 წუთის საკითხავი
 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მზად არის, პრემიერმინისტრის პოსტი დაიკავოს. 

ამის შესახებ მან პარტიის ღონისძიებაზე თქვა, სადაც პარტიის სია და რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. 

"​მე მზად ვარ, დავიკავო საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის ნება, მხარდაჭერა და ღმერთის ნება, რაც მთავარია. ამის შემდეგ, მეორე დღეს ჩვენ გავიღვიძებთ სულ სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაშ მცხოვრები ადამიანი", - განაცხადა ნათელაშვილმა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატები ასევე არიან სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ძალა ერთობაშიას კანდიდატია ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ქართული ოცნება კი მთავრობის მეთაურად საზოგადოებას კვლავ გიორგი გახარიას სთავაზობს. 

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ლეიბორისტული პარტიის კანდიდატები არიან: 

ნაძალადევის ოლქი - შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციის საერთო კანდიდატი; 

ზესტაფონი/ბაღდათი/თერჯოლა/ტყიბული - სამსონ გუგავა;

თელავი/ყვარელი/ლაგოდეხი/ახმეტა - ნიკა ვარდოშვილი; 

ბოლნისი/დმანისი/თეთრიწყარო/წალკა - თემურ წიკლაური; 

მცხეთა/დუშეთი/თიანეთი/ყაზბეგი - ბექა ნათელაშვილი; 

რუსთავი/გარდაბანი - მიხეილ ქუმსიშვილი;

ახალქალაქი/ასპინძა - გიორგი ჩიტაური; 

მარნეული/გარდაბანი - ალი ბადიროვი; 

ბათუმი - ტარიელ კალანდარიშვილი; 

გურია - დავით მამალააძე; 

ქუთაისის მერობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან იქნება ირაკლი კიკვაძე; 


close დახურვა