კორონავირუსმა გავლენა მოხუცებულთათვის განკუთვნილ უფასო სასადილოებზეც იქონია. სასადილო პუნქტებმა შენობაში შესვლა აკრძალა.
ხანდაზმულ მომხმარებელს მხოლოდ მისვლა და საჭმლის თავად წამოღება შეუძლიათ. ამ საკითხთან დაკავშირებით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ერთ-ერთ მოხუცებულ მომხმარებელს ესტუმრა და მას ამ თემასთან დაკავშირებით გაჩენილ სირთულეებზე ესაუბრა.
დღეს ე.წ. მთავრობა გვყავს და მოვუწოდებ მათ გახსნან ცხელი ხაზი მოხუცებისთვის, რადგან ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ამ ვირუსის დროს. ნებისმიერი ზარის დროს სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს ამ ადამიანებს მედიკამენტები, პროდუქტები და სადეზინფექციო საშუალებები", - განაცხადა ნათელაშვილმა.