logo
ENG



ნათია თურნავა: საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება ანაკლიის პროექტს უფრო ავნებს

22 ოქტ 201914:36
3 წუთის საკითხავი
 
2djsfpnzfmlt521.jpg

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მაშინ როცა ანაკლიის კონსორციუმს ისედაც ცოტა დრო აქვს ვალდებულებების შესასრულებლად დარჩენილი, საკითხის პოლიტიზირება პროექტს უფრო ავნებს.

ამის შესახებ მან აბრეშუმის გზის ფორუმზე, ანაკლიის პორტის თემის პარლამენტში განხილვის მოთხოვნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრები და დისკუსიები იმაზე მოწმობს, რომ ამ პროექტს, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი დერეფანი ელოდება. ჩვენ ისევ და ისევ მოველით, რომ ინვესტორი კომპანია, პოლიტიკურ ჭრილში აქცენტების გადატანის ნაცვლად, თავისი ვალდებულებების შესრულებაზე დაკონცენტრირდება. არც თუ ისე ბევრი დრო დარჩათ და ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით მათ, რათა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ მომავალი წლიდან უკვე დავძრავთ ამ პროექტს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, უკან არასდროს დაგვიხევია, უბრალოდ ვფიქრობთ, რომ იმ კრიტიკულ პერიოდში, რაც პროექტს დარჩა, პოლიტიზირება პროექტს უფრო ავნებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატების ნაწილი მოითხოვს ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით პარლამენტში ღია მოსმენა გაიმართოს. საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე მზადყოფნა უკვე გამოხატა ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ვალდებულებების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს.

 


close დახურვა