logo
ENG



ნათია თურნავა რესტორნებს: კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს

29 იან 202113:11
3 წუთის საკითხავი
 
ნათია თურნავა რესტორნებს: კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ "ესმის" სარესტორნო სფეროში არსებული პრობლემების და ურჩევს მათ, "კიდევ ცოტა მოითმინონ". რესტორატორთა პროტესტს და მოთხოვნას, შეზღუდვების მოხსნაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.

"დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და უნდა შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა საშუალება აჭარის მსგავსად, სხვა რეგიონებზეც ეს გავრცელდება. კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. მე მესმის მათი პრობლემების, მესმის, რომ ეს არ არის პოლიტიზირებული აქტი, არამედ, მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. ამის დიდი იმედი ამქვს და რწმენაც რომ ასეც იქნება", - ამბობს თურნავა. 


close დახურვა