![2022/01/02/n37q91sosogtebs.jpg](/uploads_script3/articles/2022/01/02/n37q91sosogtebs.jpg)
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
გარდა ამისა, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ მთაში ძლიერ თოვას, ნისლს და ქარბუქს, ხოლო ზღვაზე 3-4-ბალიან შტორმულ ღელვას. საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
ინტენსიური თოვის გამო, საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა.