logo
ENG



ნაომი ოსაკა ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია

13 სექ 202011:57
3 წუთის საკითხავი
clock 746

ჩოგბურთში, ქალთა შორის, ამერიკის ღია პირველობა ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სამ სეტში, 1:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოახერხა ამერიკის ღია პირველობის მოგება.

იაპონელმა ჩოგბურთელმა 7 თამაშში სეტი 4-ჯერ დათმო, თუმცა გამარჯვება ყველა შეხვედრაში მაინც დამაჯერებლად მოიპოვა. ამ მოგებით იაპონელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლებს.


close დახურვა