logo
ENG



ნარკოტიკების მოხმარება სკოლაში - მოსწავლე კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს

03 მარ 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

ნარკოტიკების მოხმარება სკოლაში - ვიდეომასალაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოზარდი ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შესახებ ყვება. ახალგაზრდა ამბობს, რომ აქ ხშირად იკრიბებიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე სრულწლოვნები და მარხუანასა და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ. ფაქტის შესახებ მან სოვიალურ ქსელში ფოტოები დადო და პოლიციას აცნობა. გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონო შენახვა -გადაზიდვას, ან/და გასაღებას გულისხმობს. სკოლის დირექოტრი უკვე დაკითხვაზე იმყოფება. 


close დახურვა