logo
ENG



ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე დააკავეს

06 ოქტ 202618:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/06/pwblokeathqxy3i.png

ნარკოდანაშაულის ბრალდებით  (საზოგადოებრივი მაუწყებლის)  ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალო ბერაია რომელიც (POST TV-ის) ასევე ყოფილი ჟურნალტია.

პროკურატურის ოფიციალური მონაცემებით, გამოძიება მძიმე მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ საუბარია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 

260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 261-ე მუხლებით — ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია.

წარდგენილი  სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცავი უწყებები საქმეზე გამოძიებას დამატებითი დეტალების დასადგენად აგრძელებენ.


close დახურვა