ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს. გაყიდული დიდი ოდენობით ჰეროინი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.
დაკავებული 1993 წელს დაბადებული პირია, რომელიც წარსულში ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი. დანაშაული 5-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.