logo
ENG



ნარმანიას თქმით, კომპანიის ზარალი და გაზის გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებამ გამოიწვია

27 მაი 202116:24
3 წუთის საკითხავი
 

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, კომპანია თბილისი ენერჯიმ 20 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიიღო, რაც ვალუტის კურსთა სხვაობამ გამოიწვია. სემეკის სხდომის შემდეგ, სადაც ტარიფი გაზარდეს, მან თქვა, რომ კომპანიის ზარალი კომპენსირებული იქნება გაზრდილი ტარიფით.

"ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება. 

თბილისი ენერჯის არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის', - ამბობს ნარმანია. 

მარეგულირებელი კომისიის 27 მაისის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის გაზის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება. ეს თემა სემეკმა თბილისი ენერჯის მიმართვის საფუძველზე განიხილა. ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972 თეთრი ეღირება. ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 


close დახურვა