logo
ENG



ნარმანია: ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის საფუძველი გაზრდილი მოხმარებაა

30 მარ 202615:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/30/5ombh3sk01t2fl2.png

გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გახშირებულია ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები, განსაკუთრებით უამინდობის დროს. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელი კომისია სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს წყვეტების მონიტორინგსა და ანალიზს. გამოვლინდა, რომ რიგ მიმართულებებში ავარიების რაოდენობა იზრდებოდა. ტექნიკური დეპარტამენტის გასვლითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.
გახსოვთ, ამის შესაძლებლობა როცა არსებობდა, მარეგულირებელმა კომისიამ ორი წლის წინ ტარიფი სამი თეთრით შეამცირა, რის შედეგადაც 2024–2025 წლებში სამი თეთრით ​შემცირებული ტარიფი მოქმედებდა. ამიტომ ჩვენ იმ პერიოდის მდგომარეობას ვუბრუნდებით და დამატებით ორი თეთრით იზრდება. ასევე, 2025 წლის ბოლოს სამი თვის ვადით დაწესდა დროებითი ტარიფი, რათა შევჯერებულიყავით საინვესტიციო საჭიროებებზე, ელექტროენერგიის მოსალოდნელ გენერაციასა და ბალანსზე


close დახურვა