logo
ENG



ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა დედაზე იძალადა, ის დაკავებულია - შსს

22 მაი 202010:48
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დედაზე ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, დედას - 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 


close დახურვა