ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლეს. საზეიმო მიღებას, რომელიც ნატოს 70 წლისთავთან დაკავშირებით ლონდონში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ჩატარდა, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი ჩარლზი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იყო. მიღება ბუკინგემის სასახლეში საპროტესტო აქციების ფორნზე მიმდინარეობდა. ათასობით ადამიანმა დონალდ ტრამპის ლონდონში ვიზიტი გააპროტესტა. მომიტინგეებმა ტრაფალგარის მოედნიდან ბუკინგემის სასახლემდე მსვლელობაც მოაწყვეს.