logo
ENG



ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანი - NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

16 იან 202010:57
3 წუთის საკითხავი
 
wmln6ht2t8j7wtk.jpg

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)" ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზეცაა ყურადღება გამახვილებული. 

"მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი"?-ამ შეკითხვაზე მიღებული შედეგების თანახმად გამოკითხულთა 82%-სთვის ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია. 

რაც შეეხება ნატო-ს, იგივე შინაარსის კითხვაზე ნატოს-თან მიმართებაში, გამოკითხული მოსახლეობის მიერ გაცემული პასუხები აჩვენებს, რომ გასულ წელთან შედარებით საზოგადოების დამოკიდებულება შეცვლილია - ნატო-ში ინტეგრაცია წელს 74%-სთვის არის მისაღები, აღნიშნული მაჩვებელი გასულ წელს 78% იყო.   

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.


close დახურვა