„ნატოს" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ლონდონში შეიკრიბნენ. სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სამომავლო სამხედრო თანამშრომლობაა.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს დღეს დედოფალი ელისაბედ მეორე, ბუკინგემის სასახლეში დაგეგმილ წვეულებაზე უმასპინძლებს. ხვალ კი 29 ქვეყნის ლიდერი ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სასტუმროში გადაინაცვლებს, სადაც დისკუსიის მთავარი თემა „ნატოს" სამომავლო გეგმები იქნება. მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალიანსის კოლექტიურ ბიუჯეტში დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას კი ევროპაში სხვადასხვა პროგრამას მოახმარს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში.