„ნატო“ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას აძლიერებს. ალიანსის თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში შეთანხმდნენ, რომ ერაყში სამწვრთნელო მისიას გააძლიერებენ და ერაყის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნებათ.
როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს ნაბიჯი ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ გადადგა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში „ნატოს“ ჩართულობის გაზრდას ეხებოდა. ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, „ნატო“ ერაყის ხელისუფლებასთან შესაბამის კონსულტაციებს აწარმოებს.