logo
ENG



ნაუსედა: ვგმობ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ის საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს

24 თებ 202209:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/zzw47f01ucglu3l.jpg

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და აცხადებს, რომ ახლა სათანადო რეაგირება დასავლეთის გადასაწყვეტია. 

"მკაცრად ვგმობ რუსეთის სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. ის საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო ადამიანს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ახლა დასავლეთის გადასაწყვეტია სათანადო რეაგირება",- წერს ნაუსედა. 

ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო.


close დახურვა