logo
ENG



ნაცვლიშვილი: ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოვუცხადებთ

05 თებ 202412:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/05/uhsx7ht5qw779d4.jpg

ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარტია ლელო "ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს".

"ქართული ოცნების მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი, ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს.

შესაბამისად, ლელო, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტების ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს", - ამბობს ნაცვლიშვილი.

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო.


close დახურვა