logo
ENG



ნაციონალური მოძრაობა ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება

26 მაი 202423:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/26/7rlz76ftn8d9sog.jpeg

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას უერთდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქართულ ქარტიას", - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. ამ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარტიას ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უერთდება.


close დახურვა