logo
ENG



ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონებში მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარადგინა

22 აგვ 202121:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/22/sqrit83yi154sak.png

ნაციონალურმა მოძრაობამ რეგიონებში მერობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი წარადგინა:

  • კობა ნაყოფია - სენაკი;
  • ირაკლი ღლონტი - ოზურგეთი;
  • ნონა სიხარულიძე - ჩოხატაური;
  • გია ხარჩილავა - წალენჯიხა;
  • ბადრი ქარჩავა - ჩხოროწყუ;
  • ვაჟა ცეცაძე - ონი;
  • მადონა ბენდელიანი - ცაგერი;
  • ზაზა მეტრეველი - წყალტუბო;
  • ბესიკ ზოსიაშვილი - ტყიბული;
  • გიორგი რობაქიძე - ბაღდათი;
  • დავით მაღლაფერიძე - ხარაგაული;
  • ირინე გრძელიშვილი - საჩხერე;
  • დავით ბალიაშვილი - ახალციხე;
  • მელიქ რაისიანი - ახალქალაქი;
  • ავაკ ბდოიანი - ნინოწმინდა;
  • გივი ჯობორდი - ბორჯომი;
  • ლევან კვირკვეიშვილი - დუშეთი;
  • ილია არჩემაშვილი - თიანეთი;
  • იმედა შიოლაშვილი - ყაზბეგი;
  • ელდარ მუსტაფაევი - მარნეული;
  • ვახტანგ ჩაგელიშვილი - ბოლნისი;
  • ბესიკ კახაბრიშვილი - გარდაბანი;
  • რუსლან ხუციშვილი - წალკა;
  • ალექსანდრე მჭედლიშვილი - ყვარელი.

სხვა ქალაქებში მერობის კანდიდატები მელიამ 15 აგვისტოს წარადგინა. ასევე, ფოთში პარტიის ნომრით მერობისთვის გიგი უგულავა იბრძოლებს.

გარდა ამისა, ნიკა მელიამ დაასახელა სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებული მერობის კანდიდატები, რომელსაც პარტია მხარს უჭერს:

  • ზურაბ ჯაფარიძე - ლაგოდეხი;
  • ზურაბ ბუცხრიკიძე - თერჯოლა;
  • ნოდარ ჩაჩანიძე - ჭიათურა;
  • ლია მუხაშავრია - ლანჩხუთი;
  • ზურაბ ჩიბუხაია - ხონი;
  • გეგი გულედანი - მესტია.

close დახურვა