ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა.
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩ მოჯტაბა დერმიჩილუს "მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება".
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.
აზერბაიჯანის საგარეო აცხადებს, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".
აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".
