logo
ENG



ნევადაში გამარჯვების შემდეგ დემოკრატები სენატში კონტროლს ინარჩუნებენ

13 ნოე 202210:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/fksozdkdb9n1ybp.jpg

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში სენატზე კონტროლს დემოკრატები ინარჩუნებენ - ნევადაში კატერინ კორტეზ მასტომ რესპუბლიკელი მეტოქე და დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი ყოფილი გენერალური პროკურორი, ადამ ლაქსალტი დაამარცხა.

მასტოს შედეგით დემოკრატებმა სენატში 50 ადგილი აქვთ, რესპუბლიკელებს - 49. რაც შეეხება ჯორჯოას შტატს, აქ მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება, თუმცა რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაშიც, რაც თანაბარ წარმომადგენლობას გამოიწვევს, სენატის კონტროლს დემოკრატები შეძლებენ - ამ დროს უმრავლესობას ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ქმნის და საჭიროებისამებრ, კენჭისყრის პროცესში იღებს მონაწილეობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართა - შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც მოიცავს ინფლაციას, გაზრდილ კრიმინალს და ზოგადად, გამოკითხვებს, რომ ბაიდენი ამერიკელ ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, წინასწარი პროგნოზები რესპუბლიკელების მხარეს მეტად იხრებოდა, თუმცა შედეგები მოლოდინებისგან განსხვავებული აღმოჩნდა.

8 ნოემბერს ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის და სენატის 35 წევრის ასარჩევად. წარმომადგენელთა პალატა და სენატი კონგრესის ქვედა და ზედა პალატას ქმნიან - ის აშშ-ის ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანოა, სადაც ჯამში 535 ადგილია. მათგან 100 სენატორს ეკუთვნის და თითოეულ შტატს ორი წარმომადგენელი ჰყავს. მათ ერთ მესამედს ორ წელიწადში ერთხელ 6 წლის ვადით ირჩევენ, პალატის წევრებს კი მხოლოდ ორი წლით. 


close დახურვა