ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
ნეთანიაჰუ აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თანხმდება, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა გამორიცხავდეს ბირთვულ საფრთხეს.
"გუშინ ღამით პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვისაუბრე ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებისკენ მიმართულ მოახლოებულ მოლაპარაკებებზე.
მე ღრმა მადლიერება გამოვხატე პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ისრაელის უსაფრთხოებისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის...
პრეზიდენტ ტრამპთან ერთად შევთანხმდით, რომ ირანთან ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება უნდა აღმოფხვრიდეს ბირთვულ საფრთხეს. ეს ნიშნავს ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟს და მისი გამდიდრებული ბირთვული მასალის ტერიტორიიდან გატანას.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე დაადასტურა ისრაელის უფლება, დაიცვას თავი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში არსებული საფრთხეებისგან.
ჩვენ შორის პარტნიორობა ბრძოლის ველზე დადასტურდა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი.
ჩემი პოლიტიკა, ისევე როგორც პრეზიდენტ ტრამპის, უცვლელი რჩება: ირანს არ ექნება ბირთვული იარაღი", - დაწერა ნეთანიაჰუმ.
