ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კატარს მოუწოდებს, დაამტკიცოს შუამავლის სტატუსი და ისრაელს მძევლების შინ დაბრუნებაში დაეხმაროს.
"კატართან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს. უარს არ ვიტყვი არც ერთი ხაზიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ ჰამასსა თუ სხვაზე, ვისაც ჰამასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლია, რომ დავიბრუნოთ მძევლები.
კატარს ჰამასზე სამოქმედოდ ბერკეტი გააჩნია. მათ თავი შუამავლად წარმოადგინეს, ასე რომ, მოდით, დაამტკიცეთ ეს სტატუსი და დაგვაბრუნებინეთ ჩვენი მძევლები", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.